15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 11:32:06, 493 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა.

„ბატონო მესაზღვრეებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და პირად ცხოვრებაში. სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა – დაცული სახელმწიფო საზღვარი ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი საზღვრების ურყევობა კი დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე! მესაზღვრეებო, მადლობას გიხდით დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის!“, - მიმართა მესაზღვრეებს შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics