01:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 10:18:50, 676 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებული ნოდარ ე. და 1988 წელს დაბადებული ჯაბა ე. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჯაბა ე. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ე-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს გურჯაანში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics