15:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:01:51, 585 ნახვა

სამართალი
შსს-მ 51 აბი ე.წ. „ბიო“ და დიდი ოდენობით კანაფის ფისი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლევანი ჩ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51 აბი ე.წ. „ბიო“ და 92,5716 გრ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი ამოიღეს. ამოღებული „ბიო“ ექსპერტიზის დასკვნით 2,2846 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics