00:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 14:30:41, 1046 ნახვა

სხვადასხვა
კომპანია Samsung-ი მომხმარებლებს ურჩევს, Galaxy Note 7 არ გამოიყენონ

კომპანია Samsung-მა სმარტფონების უახლესი მოდელის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, სამხრეთკორეულმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობები, რომ აალების რამდენიმე შემთხვევა მობილური ტელეფონების შეკეთების შემდეგაც დაფიქსირდა.

Samsung-ი მოუწოდებს მომხრებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს სმარტფონის ახალი მოდელი, გამორთონ და არ გამოიყენონ ის, ვიდრე სპეციალისტები ხარვეზის მიზეზს არ დაადგენენ.

"ვინაიდან ჩვენს მთავარ პრიორიტეტს მომხმარებლების უსაფრთხოება წარმოადგენს, Samsung-ი მოუწოდებს მსოფლიოში ყველა პარტნიორს, შეაჩერონ Galaxy Note 7-ის გაყიდვა და გაცვლა გამოძიების დასრულებამდე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამჟამად ცნობილია Galaxy Note-7-ის ახალი მოდელების აალების სულ მცირე ორი შემთხვევა. Samsung-ი იძულებული გახდა, სმარტფონის ახალი მოდელი გამოეშვა მას შემდეგ, რაც სექტემბერში რამდენიმე მოწყობილობა აალდა და აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანია T-Mobile-მა Galaxy Note 7-ის გაყიდვა მთლიანად შეაჩერა, ასევე უარი თქვა, ძველი მოდელების ახლებზე გაცვლაზე. ანალოგიური გადაწყვეტილება სავაჭრო ქსელმა AT&T-მაც მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics