19:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 15:42:56, 397 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა მეფე გიორგი III-ის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა

„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში, ეროვნულმა არქივმა დღეს მეფე გიორგი III-ის (გ. 1184) ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

ნიკოდიმოს კონდაკოვის აღწერით, ბეჭედი ოქროსი ყოფილა, განსაკუთრებით დიდი ზომის, წმიდა გიორგის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: "წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა" („Святой Георгий, я, Георгий, надеждою на тебя побеждаю врага“, იხ. კონდაკოვი, ბაქრაძე, გვ.41).

ბეჭედი დავით აღმაშენებლის ბეჭდის სახელით ინახებოდა გელათის ტაძარში. 1904 წელს ტაძარი გაუძარცვავთ და ეს ოქროს ბეჭედიც სამუდამოდ დაკარგულა.

ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia .

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics