2015-03-09 17:44:54, 478 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა, დაწესებულებებში საჭადრაკო ტურნირებისა და ჩემპიონატის გამართვა მსჯავრდებულთა ყოველდღიურ ყოფას გაამრავალფეროვნებს და ხელს შეუწყობს მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან