19:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 19:45:39, 637 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად II ქვეითი ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ პირადად დაათვალიერებინა 22-ე ბატალიონის გარემონტებული ყაზარმა.

„სენაკის II  ქვეით ბრიგადაში რამდენიმე ყაზარმის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 22-ე ბატალიონს ახალი საცხოვრებელი ექნება. ისინი სულ ახლახან დაბრუნდნენ ავღანეთიდან და ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დაჩქარებულად  მოგვესწრო მათთვის  ახალი შენობა და უკეთეს პირობებში დაგვებრუნებინა ეს სამხედროები. მადლობა მინდა ვუთხრა ბრიგადის მეთაურს, რომ საკმაოდ ეფექტიანად  და მოკლე ვადებში გაართვა თავი ამ საქმეს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

(ns)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics