21:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:14:09, 731 ნახვა

რეგიონი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

30 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოდან  აღმოსავლეთ მიმართულებთ მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები შემოვიდა. 19:20  საათისთვის ნალექის მასა კახეთის რეგიონში შევიდა და თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა.  II, III და IV კატეგორიის ღრუბლები ეტაპობრივად გავრცელდა საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში. ამას თან დაერთო საგარეჯოს რაიონში შიდამასიური ღრუბლის ჩამოყალიბებაც. 
სეტყვის მოსვლის ალბათობამ 70-80 % ს მიაღწია.

„დელტას“  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 ივნისის 19:28 საათიდან  1 ივლისის  00:02 საათამდე სეტყვასაშიში ღრუბლების მასშტაბური დამუშავება განხორციელდა. 

რამდენიმე ათეული სარაკეტო დანადგარიდან გასროლილი იქნა 100 ერთეულამდე ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

დამუშავების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით  ჩამოიცალა.

​(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics