10:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 16:39:04, 1266 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს

ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყანა დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება იმისთვისაა აუცილებელი, რომ ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა „ყურადღების გამახვილება გაერთიანებული ევროპის მომავალზე“ შეძლონ.

აღნიშნული განცხადება ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, 29 ივნისს ევროპარლამენტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს. შედეგების გამოცხადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს კემერონმა განაცხადა, რომ  თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics