|
2016-06-20 13:06:43, 896 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია, თუ თითოეული ადამიანის უფლება დაცული არ არის
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. "შეუძლებელია, სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ ამ სახელმწიფოში დაცული არ არის თითოეული ადამიანის უფლება და ამ ადამიანების უფლების დაცვას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას ახორციელებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, იცავთ ადამიანებს, იცავთ მათ უფლებებს და აძლევთ მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსი და მათი საქმიანობა დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და მნიშვნელოვან, ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული. „ეს კონცეფცია, იმის ნათელი ხედვიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ არსებობს რაღაც გარემოებები და მიზეზები, რომელნიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს საკუთარი სიმართლის მტკიცების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ეს ჩვენი მსოფლმხედველობის ფუნდამენტია, ის რაზეც აიგო თანამედროვე ცივილიზაცია და რაზეც დაფუძნდა თანამედროვე სახელმწიფო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)