|
2016-06-14 12:38:10, 1323 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის თავდასხმაში მონაწილეებმა ინსტრუქციები სირიის ტერიტორიიდან მიიღეს
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში თავდასხმაში მონაწილეებმა ინსტრუქციები სირიის ტერიტორიიდან მიიღეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე კულმუხანბეტ კასიმოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ყახაზეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, სულ ტერაქტის მომზადებაში 45 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, 19 ადამიანმა თავდასხმაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ცნობისთვის, 10 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ აქტობეში თავდასხმაში მონაწილე მებრძოლები სალაფიზმის მიმდევრები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აქტობეში შეიარაღებული ჯგუფი იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს დაესხა თავს და 7 ადამიანი მოკლა. თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 17 თავდამსხმელი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)