12:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 11:38:57, 1098 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში მამაკაცმა შეძახილის - ”ალაჰ აქბარ” ფონზე ოთხი ადამიანი დაჭრა

მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ  Süddeutsche Zeitung იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი “ალაჰ აკბარ” ყვიროდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებმა დაადასტურეს. 

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics