12:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 16:38:49, 1199 ნახვა

მსოფლიო
თურქული მედია: "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი კილისი ისევ დაბომბა

თურქეთის ქალაქ ქილისის მისამართით სირიის ტერიტორიიდან კვლავ ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ქილისში ორი ჭურვი ჩამოვარდა.  ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

როგორც Hurriyet წერს,  სარაკეტო დარტყმები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში სირიიდან გახსნილ ცეცხლს თურქეთის ქალაქ ქილისში 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics