00:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 15:31:49, 1020 ნახვა

მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ რამდენიმე დღის წინ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი, გაათავისუფლა, - ამის შესახებ Daily Star იტყობინება.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ტერორისტებს ტყვეობაში კიდევ 20 კაცია დარჩენილი. მათივე ცნობით, ისინი ნაციონალური უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია 4 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ქარხნის თანამშრომლები „ისლამური სახელწმიფოს“ ტყვეობაში სამშაბათს მოხვდნენ. მას შემდეგ მედია საშუალებები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ხუთშაბათს 140 ტყვემ გაქცევა მოახერხა, ხოლო პარასკევს ადგილობრივი მედია საშუალებები  175 თანამშრომლის მკვლელობის შესახებ იუწყებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

ცნობისთვის, დუმეირი დომასკოს მახლობლად მდებარე ქვეყანაა. 2013 წელს ტერორისტებმა აქ 100 ადამიანი მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics