01:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 10:58:11, 577 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ევროპარლამენტარის გალერის პოსტი არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქვეყნის იმიჯს ამცირებს

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს „მოსკოვური არსებები“ უწოდა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრს შეუძლია ეს „ატავისტური შეცდომა“ გამოასწოროს ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლით.

„ასეთი უხეში, დეჰუმანური ენა არა მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობას ამცირებს, არამედ ჩრდილავს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს“. „ეს ატავისტური შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ამ შეუფერებელი პოსტის წაშლით ან მისთვის ბოდიშის მოხდით“, - უპასუხა პაპუაშვილმა X ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ ჰალერმა იმავე X ქსელში დაწერა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა - მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ და მისმა „კომპანიამ“ - უნდა დატოვონ საქართველო, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის გასაბჭოება“ და მოქალაქეთა უმრავლესობას საშუალება მიეცეთ, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics