10:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 12:05:04, 1058 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთის საზღვართან მასიური დაპირისპირება მოხდა

24 აგვისტოს საღამოს, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობას შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა, იუწყება გამოცემა „კავკაზ.რეალიი“.

გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, უსაფრთხოების ძალებმა დროებით გადაკეტეს ფედერალური გზატკეცილი „კავკაზი“ და ხელისუფლებას ჩარევა მოუწია. ამავდროულად, ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ეს მასობრივი ჩხუბი იყო.

ჩხუბი სოფელ ჩერმენთან მოხდა. როგორც ტელეგრამარხი „ვჩკ-ოგპუ“ წერს, „ადგილობრივი ჩხუბები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა“.

კონფლიქტის მიზეზი ოფიციალურად არ გახმაურებულა, მაგრამ უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული საჯარო გვერდი „ძებნილი ინგუშეთი“ ამტკიცებს, რომ ეს ოჯახურ შეტაკებებს უკავშირდებოდა, რომლის დროსაც ინგუშეთის მკვიდრებმა რამდენიმე ადამიანი სცემეს, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის ხანდაზმული მცხოვრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics