23:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 12:57:15, 1971 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ვორკშოპების ორგანიზებას განაგრძობს. ამჯერად, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), ქალი მეწარმეებისთვის ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების სწორად დასახვა და მათი ეფექტიანი შესრულება. ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • OKR-ებისა და KPI-ების მიზანი და მათი გამოყენება სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
  • QBR მიდგომის არსი და მისი როლი ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში.

ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს,  ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები  და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი გააანალიზონ.

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics