2025-06-27 16:49:10, 831 ნახვა
მსოფლიო
რუსეთსა და საქართველოს საზღვარს შორის ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაცია დაიწყო
რუსეთსა და საქართველოს საზღვარს შორის, ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
საუბარია რუსეთის მიერ დეპორტირებულ 56 უკრაინელზე, რომელთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა.
ისინი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დარიალის სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში მდებარე სარდაფში ცხოვრობდნენ და მათ მოხალისეები ეხმარებოდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, 12 უკრაინის მოქალაქე უკვე მოლდოვაშია ევაკუირებული, დღეს კი კიდევ 14 უკრაინელის ევაკუაციაა დაგეგმილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩო შემდგომ ევაკუაციაზე მუშაობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,