00:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 11:25:08, 953 ნახვა

ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი - ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს

ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან? წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

„პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics