02:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 12:40:03, 1017 ნახვა

მსოფლიო
სპეცოპერაციის დროს ბრუსელში 1 ეჭვმიტანი გარდაიცვალა, 4 სამართალდამცველი დაშავდა

ბრიუსელში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 4 სამართალდამცველი დაჭრეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა, კიდევ ორი კი გაიქცა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ბრუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სპეცოპერაცია ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში, დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ფორეში ჩატარდა. იგი გასულ წელს პარიზში განხორციელებული ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების დაავების მიზნით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საფრანგეთის პოლიციამაც მიიღო. 

როგორც სააგენტო ბრუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, სპეცოპერაციის დროს რამდენიმე ადამიანმა პოლიციელების დაცხრილვა დაიწყო. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილია, ამჟამად დგინდება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს განხორციელებულ ტერაქტს 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მას შემდეგ არაერთი ოპერაცია ჩატარდა, მხოლოდ ბელგიაში 11 ადამიანი დააკავეს. ევროპის არაერთ ქვეყანაში კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics