15:10 - 13 Apr, 2026
|
2025-04-06 12:05:42, 871 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები
6 აპრილის დილას რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. აფეთქებები მოხდა დარნიცის, ობოლონის და სოლომენის რაიონებში. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები. დარნიცის რაიონში, ერთ მისამართზე ხანძარი დაუსახლებელ შენობაში გაჩნდა. მეორე მისამართზე დაინგრა შენობა, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომანქანას. ობოლონის რაიონში ხანძარი გაჩნდა ავეჯის საწარმოში. ცეცხლი გვერდზე მდგომ შენობასაც წაეკიდა. გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაინგრა 5-სართულიანი ბიზნეს ცენტრის მე-3, მე-4 და მე-5 სართულები. სოლომენის რაიონში ცეცხლი წაეკიდა ერთ-ერთი საწყობის გარე ფასადს. სულ სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)