15:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 23:01:02, 1048 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპმა თქვა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება უკვე მაგიდაზეა. ახლა მას უკრაინის ელექტროსადგურები უნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და უკრაინა მალე მიაღწევენ შეთანხმებას წიაღისეულის მოპოვებისა და შემოსავლების გაზიარების შესახებ, იტყობინება Reuters.

ტრამპმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს თავის კაბინეტთან შეხვედრისას, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან განიხილავს შესაძლებლობას, რომ ამერიკული ფირმები ფლობდნენ უკრაინულ ელექტროსადგურებს. მან არ დააკონკრეტა, რომელ ჰესებზეა საუბარი.

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ტერიტორიაზე. ჩვენ ვსაუბრობთ დემარკაციის ხაზებზე, ვსაუბრობთ ძალაუფლებაზე, ელექტროსადგურების მფლობელობაზე. ზოგი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უნდა ფლობდეს ელექტროსადგურებს... იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

სააგენტო იხსენებს, რომ კვირას, 23 მარტს, ამერიკული დელეგაცია შეხვდა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, ხოლო ორშაბათს, 24 მარტს, რიადში (საუდის არაბეთი) რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებები ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ დღის წესრიგში სხვა საკითხები იყო, რადგან ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას ითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics