23:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:04:08, 716 ნახვა

ეკონომიკა
Startup Grind-ი ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოფს გამართავს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13 მარტს, ტერმინალში, ინტერაქციული ვორქშოფი ჩატარდება, სადაც ქართული სტარტაპის-Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი აუდიტორიას Quickshipper-ის ისტორიას გაუზიარებს.

ვორქშოფზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქართული სტარტაპის, Elvis-ის ტრანსფორმაცია Quickshipper-ად, ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებები თუ მთავარი გამოწვევები. მარიამი ასევე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ პოტენციალის მქონე იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის და როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics