2016-02-25 18:16:13, 823 ნახვა
სხვადასხვა
ზაზა გაბუნია: ნაძალადევში, ავტოსადგომად ქცეულ სკვერებს ფუნქცია უბრუნდება
თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ სკვერში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად გამოიცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ აუზსა და შადრევანს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ხის პანელები, სკამები, განახლდება სკვერში არსებული განათებები. დაიგება მწვანე საფარი.
ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან