21:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 14:56:26, 898 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრაზე სტიქიის შედეგად გამოწვეული საკითხების შესახებ ისაუბრეს.

"აღსანიშნავია, რომ სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია, დასკვნით ფაზაშია საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გეოლოგიურმა სამსახურმა ტერიტორიების შესწავლა დაასრულა, დასკვნის საფუძველზე, რომელიც მიმდინარე კვირას იქნება მზად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია.

ასევე, თათბირზე ისაუბრეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების შესახებ.

რიგ პროექტებზე ტენდერი გამოცხადებულია და პირველი მარტიდან დაიწყება სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics