01:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 14:48:55, 860 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელი დავით თედორაძე, ქედის კომუნალურ სერვისის ხელმძღვანელი სილოვან ბერიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"თათბირზე ისაუბრეს განვითარებული მეწყერის შედეგებზე. ამ დროისთვის, უკვე გახსნილია ცენტრალური საავტომობილო გზის 33 მიმართულება და შიდა-სასოფლო საუბნო გზების 35-მდე მიმართულება. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე, მუშაობას აგრძელებს აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია, რომელმაც 8 ადმინისტრაციული ერთეული უკვე შეისწავლა.

მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics