01:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 13:03:33, 934 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღალჩინოსნები პირადი მიზნებისთვის და ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებდნენ, პრემიერ-მინისტრის გამგზავრების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მისი თქმით, პრემიერის მოგზაურობისას არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

„ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოგზაურობების თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ყველა იმ ხარჯების დაფარვა, რასაც ის საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე საზოგადოება, მათ შორის მაშინ როცა დეკლარაცია იქნება შევსებული, ძალიან კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც.  მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, რომ რამენაირად პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატურ და მათ შორის დანაშაულებრივ ქმედებას შორის რასაც ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება იქნება შეუძლებელი,“- აღნიშნა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics