01:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 18:01:41, 1255 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრას ონლაინ ფორმატით ჩაერთვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და სამინისტროს წარმომადგენლები.

"მხარეებმა ინფორმაციები გაცვალეს სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში არსებულ მდგომარეობაზე, განიხილეს  საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის ცვლილებით განსაზღვრულ სიახლეებზე და ასევე,  იმ შესაძლო პროგრამულ ცვლილებებზე, რაც მოიაზრება 2024 წლისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით“  პროგრამის ფარგლებში",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics