12:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 12:19:36, 1105 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჩვენი კოლეგის, თეა ვადაჭკორიას ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს, საცხოვრებელი სახლი გადაეცემა

აჭარის მთავრობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. თეა ვადაჭკორია ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ჩვენ ყველა შეგვძვრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქალბატონი თეა ვადაჭკორია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics