12:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 16:15:32, 1172 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ 10 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

არასამთავრობო ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ 10 წლისაა. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობს და მათი ინიციატივით, საჯარო თუ კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში შშმ პირთა მხარდამჭერი არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორგანიზაციამ 10 წლის საქმიანობა შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორისა და ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. 

"მადლობას ვუხდი ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და მის თითოეულ წევრს აქტიური თანამშრომლობისათვის, მათი თაოსნობით ბოლო წლებში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზად არის განიხილოს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინიციატივები და რეკომენდაციები. ჩვენ, ამ გუნდის მოსაზრებების გათვალისწინებით,  დავნერგეთ ახალი ან ცვლილები განვახორციელეთ მოქმედ პროგრამებში. ვაგრძელებთ თანამშრომლობას სპეცოალური საჭიროების მქონე  მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრაზე,  სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -  ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ორგანიზაციისგან  მადლობის სიგელი გადეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics