01:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 22:20:02, 2276 ნახვა

სპორტი
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართულ ფინალში ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა, ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითში კი მაისურაძემ ეფექტური გდება შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics