22:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 10:26:20, 1357 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, წყლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

შუახევში, სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით, 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება, განხორციელდება 10-მდე პროექტი. აღნიშნულ ინფორმაციას შუახევის მუნიცპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კარაპეტში.

"სამუშაო პროცესს, კარაპეტის სასმელი წყლის მაგისტრალზე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალსადენის მაგისტრალის, შიდა გამანაწილებელი ქსელის, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობისა და გამანაწილებელი აუზის მშენებლობა.

სამუშაოებს შპს ,,ნაგო“ ახორციელებს,  პროექტზე 295 000 ლარამდე დაიხარჯება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ამ ეტაპზე მიწის გრუნტის დამუშავება და წყლის მილების ჩაწყობა მიმდინარეობს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics