22:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 21:50:33, 1294 ნახვა

კომენტარი
წითლიძე - ბრძოლას მოიგებს ყველა ის ქალი, რომლებმაც ქოცების ბინძური პროპაგანდისტი ამხილეს

ამ სამართლიან ბრძოლას თათიასთან ერთად მოიგებს ყველა ის ქალი, რომლებმაც ქოცების ბინძური პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი საჯაროდ ამხილეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის შეხვდა თათია სამხარაძეს და შეპირდა, რომ დაუდგებოდა გვერდით ყოველდღე და ყოველთვის, იქამდე, სანამ სისტემა მას და სხვა ქალებს ერჩის.

"წარმოუდგენლად ძლიერი გოგოა თათია იმისთვის, რომ რუსული ოცნების ბინძურმა პროპაგანდამ და სისტემამ შეაშინოს. ამ სამართლიან ბრძოლას თათიასთან ერთად მოიგებს ყველა ის ქალი, რომლებმაც ქოცების ბინძური პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი საჯაროდ ამხილეს. ველაპარაკე, მოვინახულე თათია სახლში და შევპირდი, ფიზიკურად ვიქნები მის გვერდით ყოველდღე და ყოველთვის, სანამ ეს ბინძური სისტემა მას და სხვა ქალებს ერჩის"- წერს წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics