13:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 19:07:53, 1367 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე - ეს არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი

ტყუილი და აბსურდია, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “POS TV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს.

მისივე თქმით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება არის ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი.

"ტყუილი და აბსურდია. მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. ჩემი დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში არის მერე ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი ვითომ კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში სამმა ქალმა ამხილა.

რამიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბრალდებებზე ვრცლად გადაცემა "სამნი & Co"-ში ისაუბრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics