12:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:25:06, 1274 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - 2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლების მხრივ იყო რეკორდული აჭარისთვის

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარის რეგიონში უპრეცედენტოა.  ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

„2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22%-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36% -ით აღემატება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებას, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას - ეს ეხება როგორც ბათუმს, ასევე ეხება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს აჭარის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების ეფექტურად განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და შესაბამისად შემოსავლებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლების მხრივ იყო რეკორდული აჭარისთვის. მიმდინარე წლის იანვარში 50 მილიონი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდს 100% აღემატება

2023 წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია; ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის  ჩემპიონატის ფინალი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics