16:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 11:22:14, 1255 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩამონათვალს აქვეყნებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ტენდერები გამოაცხადა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება:

  • ქალაქ კასპში, ქარწისის დასახლებაში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ კასპში ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა;
  • ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ კასპში გორგასლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე;
  • ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია /მოასფალტება;
  • კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გამდლისწყაროს ბოლომდე ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა.
  • ყველა პროექტი შერჩევა შეფასების ეტაპზეა. ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მერიასა და მშენებელ ორგანიზაციას შორის დაიდება ხელშეკრულება და შესაბამისად დაიწყება სამუშაოები.
  • გარდა აღნიშნული სამუშაოებისა მუნიციპალიტეტის მერიას გამოცხადებული აქვს ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მერია ეტაპობრივად გაავრცელებს ინფორმაციას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics