12:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 10:29:33, 1497 ნახვა

რეგიონი
პროექტ "Let`s Do It" ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტს სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადაეცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ორგანიზაცია "Let`s Do It" -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის „იმოქმედე გარემოსთვის“ ფარგლებში სამი წელია მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში "Let`s Do It" საქართველოს ორგანიზებით, ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადასცეს.

„პროექტის ფარგლებში  ფასადის ურნები საჩუქრად გადაეცათ კასპის #1, #2, #3 საჯარო სკოლებსა და ასევე, ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ "Let`s Do It" საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა  ღონისძიებებში, ბანაკებსა და მსოფლიო დასუფთავების დღეებში.

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის.

მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics