21:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 12:23:06, 2133 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინის შს მინისტრი და ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

არსებული ცნობით, უკრაინაში, ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი იმყოფებოდნენ. ამასთან ერთად, ბორტზე იმყოფებოდა პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. 

ეროვნული პოლიციის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნას 16 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.  22 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში , მათ შორის 10 ბავშვი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Возможно, это изображение один или несколько человек

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics