14:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 12:08:52, 2027 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ პარტნიორებთან შეჯერდება.

Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics