10:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 23:09:27, 2309 ნახვა

სხვადასხვა
ჯონსონი რუსებს - პუტინმა იცის, თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც მიმართულია რუსი საზოგადოებისთვის. ვიდემიმართვაში ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან - მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და გაუპატიურებას.

"რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს. 

თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, VPN კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის.

პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს." - განაცხადა ბორის ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics