14:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 15:21:42, 1556 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია არჩევნების გადადებაზე – ასეთ რეკომენდაციას NCDC და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს

ასეთ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ.

"ასეთ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას. მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია ამ მიზნებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში და ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში", – განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics