12:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 15:28:16, 827 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის მინისტრი - ყველა მოძალადე დაისჯება!

,,ხელისუფლებაში არის შეუვალი პოზიცია, რომ მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, დაკავებული იქნება აბსოლუტურად ყველა მოძალადე და დადგინდება მათი პერსონალური ბრალი, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციას.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს თითოეული დამნაშავის პასუხისმგებლობას და მოძალადე, რომელმაც იძალადა მათ შორის თქვენზე, ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics