14:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-27 14:10:20, 1057 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების საკვალიფიკაციო პროგრამის კანდიდატებმა წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს

სპეციალური ოპერაციების ძალების მსმენელებმა სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს.

კურსის დასკვნითი ფაზა მსმენელებმა ბობოყვათის სანაპიროზე გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.

წყალზე მომზადების სავარჯიშოები ორი კვირის განმავლობაში ოცდაშვიდმა მსმენელმა გაიარა. კურსის მიზანი დღისა და ღამის პირობებში წყალზე დაბრკოლებების გადალახვა იყო, რომელიც ფორმით ცურვას, წყლის გადალახვისთვის საჭირო საშუალებების მომზადებას, ზურგჩანთებში არსებული ნივთების შეფუთვას და ტივის შეკვრას, ასევე დაშავებულის წყალზე გადაყვანის ამოცანებს მოიცავდა.

სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაცო პროგრამის კანდიდატებმა რეინჯერის მოსამზადებელი პროგრამა და საპარაშუტო კურსები უკვე გაიარეს.  სამომავლოდ ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ჩასარიცხად ეტაპობრივად გათვალისწინებულ სხვა კურსებსაც გაივლიან. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics