2021-05-31 18:52:34, 656 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ
„საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოდიშს იხდის მაშინ, როდესაც ეს ბოდიში გააზრებული აქვს.
„რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებზე.
მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის. მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი.
ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ.
დარწმუნებული ვარ, ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,