2021-05-09 18:25:01, 693 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე
„შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება ხელისუფლებასთან.
„შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ ვიწყებთ.
ამ საკითხზე დღეს გვექნება შიდა კონსულტაციები ოპოზიციაში და შემდგომ უკვე გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ ოპოზიციის საერთო პოზიციის შესაჯერებელი შეხვედრა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,