20:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:48:35, 477 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაიმ ლევან დოლიძეს გამოსამშვიდობებელ საღამოზე უმასპინძლა

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ლევან დოლიძის საქმიანობას ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე დადებითად აფასებს.

ამის შესახებ აპატურაიმ ლევან დოლიძესთან გამოსამშვიდობებელი საღამოს გამართვის შემდეგ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„გამოსამშვიდობებელი საღამო მქონდა ლევანთან, საქართველოს შესანიშნავ ელჩთან ნატოში და მის მომხიბვლელ მეუღლესთან ქეთევანთან. შეიძლება ის დიპლომატი არ არის განათლებით, მაგრამ შესანიშნავი საქმე გაუკეთა საქართველოს. ასევე მქონდა პატივი შევხვედროდი საქართველოს ელჩს ევროკავშირში, რომელმაც ასევე ძალიან ბევრი გააკეთა,  საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლისთვის", - წერს აპატურაი.

აპატურაიმ „ფეისბუქის“გვერდზე ლევან დოლიძესთან, მის მეუღლესთან და ევროკავშირში საქართველოს ელჩ ნატალი საბანაძესთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics