10:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 13:43:48, 10660 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანელი ვირუსოლოგები ასახელებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტი კორონავირუზე

მეცნიერთა ჯგუფმა ბერლინის კლინიკიდან - charite - გამოაქვეყნეს სამეცნიერო კვლევების მონაცემები, კორონავირუსის აღქმადობაზე. სპეციალისტებმა შეისწავლეს T-ლიმფოციტები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, სხეულის მიერ შეძენილი იმუნურ პასუხში. ამასთან, შესწავლილი იქნება უჯრედები იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და იმ ადამიანებისაც, რომლებსაც ჯერ არ დაინფიცირებულან კოვიდ-19-ით. 

„პაციენტების 34%-თან, რომლებიც კოვიდინფექციით არ ყოფილან ინფიცირებულნი, ტ-უჯრედები რეაქტიული აღმოჩნდნენ, თუმცა მათ არასდროს უკონტაქტიათ SARS-CoV-2-თან, ანუ მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსთან. ანუ, მათმა ორგანიზმმა ამოიცნო ახალი ტიპის ვირუსი“, - აღნიშნულის შესახებ, ვირუსოლოგმა კრისტიან დროსენზემ განაცხადა.

მიღებულმა შედეგებმა მეცნერებს მისცა საშუალება ივარაუდონ, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე იყვნენ დაინფიცირებულნი რაიმე ტიპის კორონავირუსით, ახლა შესაძლოა გამოუმუშავდეთ იმუნიტეტი კოვიდ-19-თან. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევას, აღნიშნულის დროს დაავადება წარიმარტება რბილად და უსიმპტომოდ. მიუხედავად მიღებული შედეგისა, ექიმი დროსტენი თავს იკავებს ნაადრევი დასკვნებისგან, რადგან ამ მიმართულებით ეს მხოლოდ პირველი კვლევაა.

 

წყარო - https://www.charite.de/





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics