21:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 11:32:19, 871 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანაშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კა 6-92“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და „მაგნუმი“-ს მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics