22:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 20:57:28, 897 ნახვა

სამართალი
შსს გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს.

ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები გორში კონკრეტული დანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ.

„არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილზიბული გორში! კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ სამართალდამცველები და ახლა მთელ ინფორმაციას ვერ დავწერ, ალბათ გასაგებია რომ დეტალები შეიძლება სავარაუდო დამნაშავემაც წაიკითხოს“, - წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, ძალოვანები გორში სხვადასხვა რეგიონებიდანაც გადაისროლეს და ამ დროისთვის ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics