22:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 00:39:51, 1188 ნახვა

პოლიტიკა
31 იანვარს "პატრიოტთა ალიანსი" დიდ აქცია-მსვლელობას აანონსებს

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს პატრიოტები აგრძელებენ ბათუმში დაწყებული აქციის ციკლს. ბათუმის აქციის მთავარი მოთხოვნა- ეს იყო სამართალიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა.

"მომდევნო აქციას ჩვენ 31 იანვარს, შაბათს, დღის 3 საათზე, თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გავმართავთ და მოვაწყობთ მსვლელობას კორტებთან დახოცილი ბიჭების ძეგლისკენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გავლით. ამ აქციაზე ველოდებით ქვეყნის ყველა პატრიოტს, ყველა მამულიშვილს. თუ 31 იანვრამდე ხელისუფლება არ გამოავლენს ვაზაგაშვილის მკვლელებს, არ გახსნის დანაშაულს, ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ვიმეორებ: 31 იანვრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება სამართალიანობის აღდგენის მოთხოვნა, რასაც შეეწირა ირინა ენუქიძე და ახლა უკვე იური ვაზაგაშვილი.ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის და ,გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის გამარჯვებით დავასრულებთ."- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics